воскресенье, 27 сентября 2015 г.

 დრევანდელ დღეს  გავეცანი უკუკავშირის არსს თუ  როგორ დვუსვათ კითხვები კოლეგას. გავეცანი კითხვის დასმის სტრატეგიებს.აუცილებელია პოზიტიური განწყობის შექმნა და შემდეგ ნაკლოვანებებზე  რჩევის სახით კითხვის დასმა.
  მუშაობის პროცესში გამივიყენეთ  დაწყვილების მეთოდი. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს და დავსვით კითხვები.მეწყვილემ  დამისვა  შეკითხვა: თუ რისთვის იყო  საჭირო პროექტზე მუშაობა,მიზნები მქონდა თუ არა დაწერილი სტანდარტთან შესაბამისად და გავედი თუ არა 21-ე საუკუნის უნარებზე.მეწყვილემ კორექტულად მომცა რჩევები,რაც სასარგებლო იყო ჩემთვის.
  ამ სახის მუშაობა სასარგებლო იყო ორივე მხარისათვის.

  

суббота, 26 сентября 2015 г.

      .შევარჩიე თემა,მიზნები,რომელიც გამიყვანდა  სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებზე. შევისწავლე დროში გაწერილი შეფასების გეგმაგამოვიყენე მნიშვნელოვანი აქტივობები ,რომელიც დამეხმარება პროექტის წარმართვაში.
     ვისწავლე შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები:წინარე ცოდნის ,წახალისების პროგრესის და მეტაკოგნაციის.მნიშვნელოვანი იყო პროექტის მსვლელობის ეტაპებში
გარკვევა და სათანადო შეფასებების გამიყენება.
      

 ტრენინგის სწავლებისას გავეცანი ისტ-ის ეფექტიან გამოყენებას სასწავლო პროექტის წარმართვაში.
   სასწავლო პროცესის ერთ-ერთი  ძირითადი ერთეული სასწავლო
პროექტია, რადგან მასზე მუშაობა მოსწავლეს საშუალებას აძლევს ,საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბოს, პოზიციები გამოკვეთოს და გადაწყვეტილებები მიიღოს,
რომელიც რეალურ ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება.პროექტზე მუშაობისას  შეძენილი უნარები  ძალზედ საჭიროა   21-ე საუკუნის ადამიანისთვის.
     ტრენინგი დამეხმარა  კარგად გავცნობოდი სასწავლო პროექტის მახასიათებლებს:პრო-
ექტის მნიშვნებლობას , შეფასების სტრატეგიებს.და დავვუფლებოდი მასზე მუშაობის უნარ-ჩვევებს. მომეწონა პრაქტიკული საქმიანობაც, რაც დამეხმარება ბავშვებთან მუსაობისას.